
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალურიექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკურიპერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრე აფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
No comments:
Post a Comment